LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

120
New Project (1)

„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ინვესტორთა საბჭოს ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ სარჯველაძესა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით სონღულაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საწარმოთა რეგისტრაციასთან, ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის ფარგლებთან, საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ  ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს.

საქართველოს პარლამენტის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაციის ფორმატზე შეთანხმდნენ, რათა შესაბამისი სამინისტროების ჩართულობით გაიმართოს დისკუსია ახალ ნორმებთან და მათ ერთგვაროვან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ასევე, გაანალიზდეს კონკრეტული შემთხვევები და საჭიროების შემთხვევაში დაზუსტდეს კანონი.

„ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, ცალსახად წინ გადადგმული ნაბიჯია ქართულ სამართლებრივ სივრცეში, ის მიღებულია დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში. ამავდროულად, კანონის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ გამოიკვეთა ტექნიკური საკითხების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ნაწილი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო განმარტებას ან სულაც კანონში მცირე ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს. ამ მიზნით სამუშაო ფორმატში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

magti 5g