ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ღვინის თემატიკაზე მომუშავე ბრიტანული და ლიეტუვური მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
National Geographic Traveller-ის, ITV-ის, Red magazine-ისა და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტები, ბლოგერები და ღვინის ექსპერტები პრესტურის ფარგლებში გურჯაანის ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურისტული პროდუქტები გააცნო.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, პრესტურის ფარგლებში, ასევე ეწვივნენ თბილისს, ახტალას, ალავერდსა და იყალთოს, გასინჯეს ქართული კერძები და ღვინო.

უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურული მემკვიდრეობის, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ რეპორტაჟებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რომლებსაც მთელ მსოფლიოში გაეცნობიან.
