LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჩინეთის რკინიგზის დელეგაცია სტუმრობს

382
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ქართულმა მხარემ კოლეგებს საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, რომელიც ასევე ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას.

როგორც ჩინეთის რკინიგზის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი – ერთი გზა“  განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მათი განმარტებით, მთავარი მიზანი შუა დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა.

შეხვედრისას ჩინეთის მხარემ საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების  მიერ შუა დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ეფექტიანი კოორდინაციის, ტარიფების გამჭვირვალეობისა და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შექმნილ ერთობლივ საწარმოსთან Middle Corridor Multimodal-თან მიერთების სურვილი გამოთქვა, რაზედაც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g