LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა მიმდინარეობს

122
240928866-4689876657745568-7121328302113668547-n

საქართველოს დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია, – ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ხე-ტყის მოვლა-აღდგენა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვაა. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ტყის ინვენტარიზაციას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის 32%-ზე ინვენტარიზაცია უკვე ჩატარებულია, რაც, ჯამში, 146 000 ჰექტარს მოიცავს.

ტყის ინვენტარიზაცია წარმოადგენს საფუძველს ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიების დასაგეგმად, ასევე, გვაძლევს სრულყოფილ ინფორმაციას ტყეში არსებული რესურსის შესახებ. მიმდინარე წელს, ინვენტარიზაცია და ტყის მართვის გეგმების შემუშავება 3 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს; ეს ტერიტორიებია: თეთრობის აღკვეთილი – 3 100 ჰექტარი, ალგეთის ეროვნული პარკი – 8 395 ჰექტარი და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები – 22 000 ჰექტარი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ინვენტარიზაცია უკვე დასრულებულია 56 033  ჰექტარზე. 2022 წლის ბოლოსთვის, ტყის ინვენტარიზაცია ჩატარებული იქნება დაცული ტერიტორიების ტყის ფონდის, დაახლოებით, 200 000 ჰექტარზე, რაც თითქმის 44 % -ს შეადგენს.

ინვენტარიზაციის საფუძველზე, უკვე მომზადებული და დამტკიცებულია დაცული ტერიტორიების 7 ტყის მართვის გეგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g