საქართველოში დღეს საგანგებო ვიზიტით ევროპარლამენტის დელეგაცია ჩამოდის. ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვიზიტს დევიდ მაკკალისტერი უხელმძღვანელებს.
ევროპელი კანონმდებლები, რომლებიც ბოლო დროის ყველაზე ხმაურიანი რეზოლუციის ხელმომწერები არიან, საქართველოში შეხვედრებს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან გეგმავენ.
ქართველ პოლიტიკოსებისა და ევროპელი დეპუტატების განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება იქნება.
თავდაპირველად ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს შეხვდებიან.
დაგეგმილია გასაუბრება სამოქალაქო სექტორისა და საკანონმდებლო ორგანოს – როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან.
“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით საჭიროა ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, განსაკუთრებით ევროპარლამენტიდან აქტიური დიალოგის ქონა
ევროპელ დეპუტატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ მიიღებს. განხილვის მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესია.