საქართველოს ეკლესია საბერძნეთში დაგეგმილ წმინდა კრებაზე მონაწილეობას არ მიიღებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე სინოდმა მიიღო.
სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
მესტია-ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა ილარიონმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა ერთსულოვნად მიიღო.
„არის ისეთი ფუნდამენტალური საკითხები, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ და რომელსაც არ ითვალისწინებენ. კონკრეტულად თუ რა არის ეს საკითხები, საპატრიარქო განცხადებას შემდეგ გააკეთებს“, – განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.