LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა

108
bdf9586a7f657d8e2b3732ce0b375278

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.7 პროცენტია.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები