LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით“

17

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც ვერა მერსედეს მარტინი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფრანსუა პეშო.

შეხვედრაზე განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში და ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები. სავალუტო ფონდის მისიის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ვითარება გაცილებით უკეთესია იმ პროგნოზებთან შედარებით, რომლებიც ფონდის მისიამ გასული ვიზიტისას გააკეთა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთა განხორციელებასაც სავალუტო ფონდის პროგრამა ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან სამოქმედო გეგმას ეფუძნება. ფონდის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ეკონომიკა უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჩვენ ველოდით. ჩვენ სათაო ოფისს მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და ეკონომიკური ზრდის ტემპების შესახებ,“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ვერა მერსედეს მარტინმა.

მისი თქმით ეკონომიკური ზრდა, გატარებული რეფორმების დამსახურებაა და ეს ყველაფერი, თითოეული მოქალაქეის ცხოვრების დონეზე აისახება.

„ეკონომიკის სამინისტროში ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება,“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შესაფასებლადარის ჩამოსული. ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების, აგრეთვე კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები