LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით გაიზარდა – საქსტატის წინასწარი მონაცემები

133
tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-street-tbilisi-georgia-october-people-walking-rustaveli-avenue-199496174

2023 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 16 470.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2023 წლის პირველ კვარტალში 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.0 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (44.2 პროცენტი), მშენებლობა (15.1 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა (10.5 პროცენტი), განათლება (13.4 პროცენტი) და ხელოვნება, გართობა და დასვენება (17.2 პროცენტი).

რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი იმპორტიორია – კიდევ ვისთან ვაჭრობს ქვეყანა

ამასთან, კლება აღინიშნა ისეთ დარგებში, როგორებიცაა დამამუშავებელი მრეწველობა (-6.6 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-12.7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-10.8 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-0.3 პროცენტი).

ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი, 14.4-პროცენტიანი წილით გამოირჩევა ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 12.0-პროცენტიანი წილით. შემდეგ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა – 9.3 პროცენტით, სახელმწიფო მმართველობა – 7.9 პროცენტით, მშენებლობა – 6.5 პროცენტით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.9 პროცენტით, განათლება – 5.6 პროცენტით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 5.5 პროცენტით, ინფორმაცია და კომუნიკაცია – 5.5 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. წლიური გამოკვლევის შედეგები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური გამოკვლევის მონაცემებისგან. შესაბამისად, აუცილებელი ხდება კვარტალური მთლიანი შიდა პროდუქტის დაზუსტება წლიური გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით.