LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა საოცარი გამძლეობა, სიმყარე და აჩვენა საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა – მსოფლიოს ბანკი

76
5f49faaf50d29

მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს კვლავ ომამდელ ნიშნულამდე – 5.5%-მდე გაზრდის. ამის შესახებ დღეს კავკასიაში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის უფროსმა სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

„მსოფლიო ბანკმა რამდენიმე თვის წინ საქართველოს ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 2.5%-მდე შეამცირა. ამის მიზეზი იყო ძალიან დიდი გაურკვევლობა უკრაინის ომის გათვალისწინებით. ასევე სანქციების ეფექტი და ამ სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა არხიდან, მათ შორის გადმორიცხვების წყაროდან, ასევე მაღალი ინფლაციიდან და ვაჭრობაზე მიყენებული დარტყმიდან, თუმცა რაც ვიხილეთ, საქართველოს ეკონომიკამ გამოავლინა საოცარი გამძლეობა და სიმყარე და აჩვენა პირველ კვარტალში საკმაოდ შთამბეჭდავი ზრდა. ამიტომაც ჩვენ ახლა გადავხედავთ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და ამჟამად მივიჩნევთ, რომ საქართველოს ეკონომიკა მართლაც გაიზრდება იმ 5.5%-ით, რაც იყო წლის დასაწყისში ნავარაუდევი,”- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ცნობისთვის, საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნდა აპრილის ეკონომიკური ზრდის ანგარიში, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. ჯამურად წლის პირველ 4 თვეში ზრდა 10.8% იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g