LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შემცირდა

83

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 3.5 პროცენტით გაზრდას ელის. იანვრის პროგნოზთან შედარებით ეს მაჩვენებელი 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ამის შესახებ ბანკის ახალ ანგარიშშია ნათქვამი- “გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები”. ამავე პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4%-მდე, 2019 წელს კი  4.5% დაჩქარდება.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანში წელს ეკონომიკის 1.4%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, სომხეთში 2.7%-იანი ზრდა, რუსეთში 1.3%-იანი და თურქეთში 3.5%-იანი ზრდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 2.7% გაზრდას ვარაუდობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g