LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე

102
რელიზი

საქართველოს ეროვნულ პავილიონს ვენეციის 59-ე საერთაშორისო გამოფენაზე პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“ წარადგენს.

2021 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა 2022 წლის ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შერჩევის მიზნით. გამარჯვებული პროექტი კონკურსის გზით გამოვლინდა.

საქართველოს ეროვნული პავილიონისთვის საგამოფენო სივრცე (Spazio Punch) კუნძულ ჯუდეკაზე შეირჩა. საქართველოს ეროვნული პავილიონი დამთვალიერებელს 2022 წლის 23 აპრილიდან 1-ელ დეკემბრამდე უმასპინძლებს.

„მე ვწუხვარ ბაღზე“ თბილისში მცხოვრები და მომუშავე მხატვრების, მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარია. ის მოგვითხრობს დასასრულის წინათგრძნობაზე. დიდი ზომის ვიდეო ინსტალაციის და VR გამოცდილების საშუალებით მნახველს ანთროპოცენის ეპოქის მაგიურ რეალიზმში იწვევს. ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტების მოსალოდნელ ცვლილებებს მხატვრები ვირტუალური რეალობის ენაზე თარგმნიან, მედიუმის, რომელშიც ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობენ.

VR გამოცდილების ცენტრალური სცენა გადაშენებული მცენარეების ბაღია. ვირტუალური ბაღი – ადამიანის ჩარევის შედეგად გამქრალ  მცენარეებს აერთიანებს.  აჩრდილების ბაღი, ეკოლოგიური კრიზისი, როგორც დასასრულის ერთ-ერთი ნიშანი. უკანასკნელ 250 წელიწადში დედამიწაზე, სხვადასხვა ადგილებში, 600-მდე მცენარე გაქრა.

ვიდეო ნამუშევარში ვიზუალური რიგითობა წინასწარ განსაზღვრული არ არის და თვითგენერირებადია. ვიდეო-თამაშის პლატფორმაზე აწყობილი VR გამოცდილება ინტერაქციულია. “მე ვწუხვარ ბაღზე” მაყურებელს თხრობის მითო-პოეტური ფორმებით მოდელირებულ იმერსიულ გარემოში აქცევს. ეს არის პოეტური ნაწარმოები, რომელიც ტექნოლოგიური ეპოქით განპირობებული ახალი სიურრეალიზმის ენით დასასრულსა და დასაწყისზე გვესაუბრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g