თბილისის შესარჩევ ტურზე წარმოდგენილი იქნება: ხალხური ცეკვა და მუსიკა, ზეპირსიტყვიერება, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორული ანსამბლებისა და საეკლესიო მგალობელთა გუნდების შემოქმედება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
თბილისის ტური მიზნად ისახავს დედაქალაქში ფოლკლორის მიმართულებით არსებული ვითარების წარმოჩენას და ფოლკლორის წარმომადგენელთა შემოქმედების პოპულარიზაციას.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი საზეიმოდ 4 ივლისს, თელავის თეატრში გაიხსნა და ღონისძიებები უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, გურიის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში.
საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის თბილისის ტურის განრიგი:
6-9-10 ნოემბერი – 12:00 საათი – ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება / საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი;
7-8 ნოემბერი – 12:00 საათი – სიმღერა- გალობა / თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი;
14 ნოემბერი – 12:00 საათი – ქორეოგრაფია / თბილისი არტ-ჰოლი;