LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს განახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს სთავაზობს

142
5f0ea3d692985

საქართველოს ფოსტაგანახლებულ კორპორატიულ საკურიერო სერვისს გთავაზობთ. „საქართველოს ფოსტა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ წარმოადგინა ელექტრონული პლატფორმა „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“.

აღნიშნული სერვისი ელკომერციით დაკავებულ მეწარმე სუბიექტებს სთავაზობს ღია პლატფორმას, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს აწარმოოს ელკომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გაიტანოს საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე და მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს „საქართველოს ფოსტა“.

„მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „საქართველოს ფოსტამ“ მოახდინა თავისი სერვისების სრული ადაპტაცია ელკომერციის ბიზნესის მოთხოვნებზე და ქვეყნის შიგნით ელექტრონული კომერციის ხელშეწყობის მიზნით, დამატებითი მომსახურებები შექმნა „კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მიმართულებით, რომელიც მოიცავს ელექტრონული გზით შეძენილი პროდუქციის მიწოდების სრულ სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კორპორატიული საკურიერო მომსახურებაგულისხმობს „Door to door delivery“ მომსახურებას. სერვისი მორგებულია ონლაინ გაყიდვების მოთხოვნებზე, ამიტომ მოიცავს მომსახურების ისეთ პირობებს, რომელებიც არ არის გათვალისწინებული სტანდარტულ საფოსტო მიმართულებაში.

„კორპორატიული საკურიერო სერვისის“ მეშვეობით, თბილისის მასშტაბით გზავნილები ადრესატს მისამართზე ბარდება შეკვეთის დღესვე, ხოლო რეგიონების მიმართულებით მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთანავე მომხმარებელს შეუძლია შეძენილი ნივთის ღირებულება გადაიხადოს ადგილზე (Cash On Delivery) როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

აღნიშნული მომსახურება შესაძლებელია ინტეგრირებული იქნას ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და შეკვეთის გაფორმება განხორციელდება დისტანციურად ავტომატურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში თუ ინტეგრირების შესაძლებლობა არ არის, „საქართველოს ფოსტა“ თავად უზრუნველყოფს სამუშაო ვებფორმატს, რომლის მეშვეობითაც ბიზნესის მხრიდან მოხდება გზავნილების რეგისტრაცია. სერვისი საშუალებას იძლევა ონლაინ აკონტროლოთ თითოეული გზავნილის მდებარეობა და მათი ჩაბარება. ყოველი შეკვეთის რეგისტრაციისთანავე მომხმარებელი იღებს შეტყობინებას მისი გზავნილის მიწოდების ვადის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამ მომსახურების ანალოგი დღეს ქართულ ბაზარზე არ არსებობს“, – აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.

ცნობისთვის, „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ქვეყანაში უმსხვილეს საფოსტო ორგანიზაციას, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. დღეს „საქართველოს ფოსტა“ 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოახდინოს გზავნილის სწრაფი მიწოდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g