LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გასტო ტურისტულ პოტენციალს ლონდონში გაეცნობიან

155
სუფრა

20-21 ივლისს, ლონდონში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე წარდგება, რომლის ფარგლებშიც, „მასტერკლასის თეატრში“, ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების 4 სესია გაიმართება – ქართველი შეფები და სომელიეები ღონისძიების სტუმრებს ქართულ კერძებსა და ქვევრის ნატურალურ ღვინოს გააცნობენ.

საქართველოს სტენდზე, ორი დღის განმავლობაში, ღვინის დეგუსტაცია და ე.წ.  Show Kitchen მოეწყობა – ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია მოაწყობს, ცნობილი შეფები, გურამ ბაღდოშვილი და თეკუნა გაჩეჩილაძე კი ქართულ ტრადიციულ და თანამედროვე კერძებს წარმოადგენენ.

The National Geographic Traveller Food Festival 2024-ის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მონაწილეობას მიიღებს შეხვედრებსა და დისკუსიებში.

შეგახსენებთ, აღნიშნული ფესტივალი 2019 წლიდან ტარდება. მასში წელს 50-მდე ორგანიზაცია და კომპანია, 60-მდე შეფი, სპიკერი და ავტორი მონაწილეობს მთელი მსოფლიოდან. ლონდონის ფესტივალს 6000-ზე მეტი სტუმარი დაესწრება.

magti 5g