27-29 იანვარს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, საქართველოს გასტრონომიულ პოტენციალს გაეცნობიან.
Madrid Fusión მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი გასტრო კონგრესია, რომელზეც ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს 4 შეფ მზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგნენ.
ღონისძიების სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან.