კანადაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშების“ ფინალში პრინცი ჰარი ქართველ სამხედროებს, რომლებიც გაერთიანებული სამეფის ნაკრებს ხვდებიდნენ, გულშემატკივრობს და “საქართველოს გაუმარჯოს” შეძახილით ამხნევებს.
ვიდეოს პრინცი ჰარი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
ამასთან, თამაშებში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.
კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშების Invictus Games-ში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. დაძაბულ, ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და გამარჯვება მოიპოვა.
Match point and the gold medal to Georgia – what an amazing achievement! pic.twitter.com/fvs1tVTnBq
— Kensington Palace (@KensingtonRoyal) 28 September 2017
Prince Harry joins the sitting volleyball team from Georgia for their final warm up ahead of the #InvictusGames sitting volleyball final. pic.twitter.com/wwstHo6pcJ
— Kensington Palace (@KensingtonRoyal) 28 September 2017