ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ბრიტანელი პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა.
იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიერებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფი ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე კი ბრიტანელი სტუმრები 20 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს.
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 142 ათასი ლიტრი ქართული ღვინო. ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.