საქართველოს ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ღვინის პროფესიონალების ჯგუფთან ერთად სტუმრობდა.
იაპონელი სტუმრები, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული ტურის ფარგლებში, კახეთში ღვინის კომპანიებსა და მარნებს ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ.
ათკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში ღვინის იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ტურის მონაწილეების შთაბეჭდილებები და შეფასებები იაპონურ გამოცემებსა და სხვადასხვა ბლოგზე გავრცელდება, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო დონეზე.
კენიჩი ოჰაში ღვინის ერთადერთი მაგისტრია იაპონიაში, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge“ ხელმძღვანელობს.
კენიჩი ოჰაში, საქართველოში ვიზიტის დროს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia 2024 ფარგლებში გამართული ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრიც იყო.