LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში იაპონურ დელეგაციას უმასპინძლეს

113
GITA

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ იაპონიიდან მაღალი დონის დელეგაციას უმასპინძლა, იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ვაჭრობის პოლიტიკის ბიუროს დირექტორის იშიი ჰიდეჰიკოს ხელმძღვანელობით.

შეხვედრის ფარგლებში, ორივე ქვეყანამ წარმოადგინა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის შესახებ ამომწურავი პრეზენტაციები.

იაპონიის დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ინოვაციური პროექტების განხილვას, ტექნოლოგიურ და ბიზნეს სფეროში კოლაბორაციის გაძლიერებას და დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლებთან, ბიზნეს სექტორის ლიდერებთან და ინოვაციური სტარტაპების დამფუძნებლებთან.

იაპონური დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის მრავალწლიან ისტორიას და ხაზს უსვამს ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში კოლაბორაციის პერსპექტივებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g