LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ”ინტერ რაოსგან” საერთაშორისო იურიდიული კომპანია დაიცავს

112

”ინტერ რაოსთან” დავაში საქართველოს პოზიციის დასაცავად, მთავრობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას ეძებს. სააგენტო GBC-ის ინფორმაციით, საარბიტრაჟო დავისთვის კომპანიის შერჩევის პრეროგატივა , მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიანიჭა. წულუკიანის უწყება იზრუნებს დავის მორიგების, ან საარბიტრაჟო წარმოების კოორდინაციაზეც.

როგორც GBC იუწყება, საერთაშორისო იურიდიული კომპანია 1 თვეში შეირჩევა.

შეგახსენებთ, „ინტერ რაოს” შვილობილ კომპანიებს საქართველოს წინააღმდეგ სტოკჰოლმის სასამართლოში 2 სარჩელი აქვთ შეტანილი. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურებით მიღებული ზარალის გამო, კომპენსაციას ითხოვენ. სარჩელის ღირებულება Reuters-ის ცნობით 125 მლნ დოლარია, რაც შეიძლება გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g