LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ეწვევა: „ასეთი ვიზიტები ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის“

147
კყ6უკ

საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. ამერიკის საელჩოს ცნობით, ოფიციალური დელეგაცია აშშ-დან 13 ივნისს გამოემგზავრება.

ბრაიან კემპი და პირველი ლედი მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას საერთაშორისო მისიით, რომელიც თბილისში დაიწყება და პარიზში დასრულდება.

როგორც საელჩო აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი საქართველოში ჩამოდის.

„რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. ვიზიტის მიზანია განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით“, – აღნიშნავს საელჩო.

„მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც  წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით“, – განაცხადა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა.

„ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს  ნომერ პირველი შტატში. შეხვედრებისას  ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის  შტატი საუკეთესო  ინვესტირებისა  და შესაძლებლობებისთვის“.

საელჩოს ცნობით, საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ქალბატონ რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან.

საქართველოში ყოფნისას  დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან  ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები.

„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ტომ კარდენმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა.

“ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან  11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით  ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის.”

გუბერნატორი კემპი და GDEcD-ის წარმომადგენლები  მისიას გააგრძელებენ პარიზში და მონაწილეობას მიიღბენ  “პარიზის საჰაერო შოუში”. დელეგაცია შეხვდება საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიებს, რომლებმაც უკვე განახორციელეს ინვესტიცია ან განიხილავენ ინვესტირებას ჯორჯიის შტატში. დატვირთული სამუშაო გრაფიკის  მეშვეობით დელეგაცია ხელს შეუწყობს ყველა იმ აქტივის პოპულარიზაციას, რის გამოც  ჯორჯიის შტატი 9-ჯერ დასახელდა  საუკეთესო შტატად  ბიზნესის კეთების კუთხით.

„კავშირები ბიზნეს საქმიანობის საწინდარია  და ის იწყება ურთიერთობების დამყარებით“, – თქვა GDEcD-ის წევრმა პეტ უილსონმა.

 „ასეთი ვიზიტები ამყარებს ამ ურთიერთობებს და ქმნის ახალს, ხსნის კარს ახალი შესაძლებლობებისთვის. საქართველო არის გლობალური ლოგისტიკური ჰაბი, გლობალური ექსპორტიორების მრავალფეროვანი ეკონომიკით. ჩვენი პოზიციის გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებაში აძლიერებს ჩვენს ბიზნეს ეკოსისტემებს, აძლიერებს ვაჭრობას და ხელს უწყობს ინოვაციებს.”

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g