ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს დახმარებას კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა სთავაზობს.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და ბელორუსის გარდა, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მონაწილეობენ, ქართული მხარის დასახმარებლად მზადყოფნას გერმანია, რუმინეთი და საბერძნეთიც აცხადებს.