LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ხელისუფლებაში იქნება მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთობა უკრაინასთან“ – გურამ მაჭარაშვილი

166
გურამ მაჭარაშვილი

„ქართულ-უკრაინულ სახალხო ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება, ეს არის საუკუნოვანი და ასეც იქნება. უკრაინის ხელისუფლებაში კი დღეს ეს ხალხია და ხვალ აღარ იქნებიან. რაც შეეხება კონკრეტულ სიტუაციას, მათი გადაწყვეტილება შესაცვლელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში იქნება მსჯელობა ამ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს ურთიერთობა.“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გადაცემაში „დღის თემა“ უკრაინის პრეზიდენტის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილის საქმის გამო უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი გაიწვიეს, რომ დაბრუნდეს თბილისში კონსულტაციებისთვის.

გურამ მაჭარაშვილი ასევე დაინტერესდა, რატომ ერთხელ არ გადაიხადა მადლობა უკრაინის პრეზიდენტმა იმისათვის, რომ ათი ათასობით მისი მოქალაქე საქართველოშია და არიან კარგ პირობებში.

„აქ საუბარი არ არის იმაზე, თითქოს უკრაინის პრეზიდენტი დაინტერესდა ერთი მოქალაქის ბედით, მაშინ რატომ ერთხელ არ გადაიხადა მადლობა, რომ ათი ათასობით მისი მოქალაქე საქართველოშია და არიან კარგ პირობებში. რაც შეეხება მეორე საკითხს, ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებით, ზურაბ ადეიშვილი არის დამნაშავედ ცნობილი, რომელიც არა მხოლოდ თავისუფლად დადის უკრაინაში, არამედ თანამდებობაზეა. და არა მხოლოდ ადეიშვილი. ამაზეც პასუხია გასაცემი“, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გადაცემაში „დღის თემა“.

„არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა“ – ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ელჩს 48 საათს აძლევს ქვეყნის დასატოვებლად თბილისთან კონსულტაციისთვის

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმაა – საგარეო უწყება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები