LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო“ – თავდაცვის მინისტრი

122
Untitled design (22)

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს.

ჯუანშერ ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო.

„სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცეს და წარმატებებს“, – აღნიშნავს ჯუანშერ ბურჭულაძე.

„მინდა, რომ ახალგაზრდებს გითხრათ: ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია და არავის მისცეთ უფლება, რომ ის ფასეულობები რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, ვინმემ შეგვიცვალოს.. თქვენ ყველას გესმით რაზეც ვსაუბრობ“ – სალომე ზურაბიშვილი

„ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებსა და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს“ – აშშ-ის საელჩო საქართველოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები