LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ტელეიმედი“, „რუსთავი 2“ და „იბერია ტვ“ დააჯარიმა

338

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ტელეიმედი“, შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2“ და შპს „იბერია ტვ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო დააჯარიმა. კომისიამ კომპანიებს  კანონით გათვალისწინებული ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5% ოდენობის  ნაცვლად  – 0.1%  დააკისრა, რაც „ტელეიმედის“ შემთხვევაში 25 748 ლარი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის შემთხვევაში 31 683 ლარი და „იბერია ტვ“-ის შემთხვევაში 3 394 ლარია.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სამაუწყებლო არხების ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი კომისიამ 14-22 დეკემბერს ჩაატარა. მონიტორინგისას აღნიშნული ტელეკომპანიების მხრიდან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კომისიის მიერ დამტკიდებული დადგენილების „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ დარღვევის ფაქტები გამოვლინდა. კერძოდ, ეთერში განთავსებულ გადაცემებსა და სიუჟეტებში საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ხდებოდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევისთვის სამივე მაუწყებლის მიმართ გამოყენებულია გაფრთხილება, შესაბამისად განმეორებითი დარღვევის გამო, ამჯერად კომპანიებს ფინანსური სანქციები დაეკისრათ.

პოპულალურები