LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის მიმართულებით ახალი პროექტი დაიწყო

119
ელექტრონული კომერცია

ელექტრონული კომერციის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია დაინტერესებულ მხარეთათვის ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება და სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით შეძლონ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვა.

მხარეები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებით (SDG) გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მიზნით, ერთობლივ ფორმატში იმსჯელებენ: ელექტრონული ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკაზე, ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისი აღსრულების მექანიზმების დახვეწასა და ციფრული ვაჭრობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის დაცვის შესახებ“ კანონს 2022 წლიდან, ხოლო „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონს 2024 წლიდან აღასრულებს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, რომელიც სააგენტოში 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85% მდე გაიზარდა.

magti 5g