LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე დღეს და ხვალ ბერლინში იმსჯელებენ

100

საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებზე 22-23 მაისს ბერლინში, კონფერენციაზე იმსჯელებენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტს და ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონსტიტუციურ კანონის პროექტს გააცნობს.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით ირაკლი კობახიძე, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსი დირკ შატშნაიდერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი მიხაელ ზიბერტი და ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლფგანგ ბაბეკი გახსნიან. გაიმართება დისკუსიაც.

კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g