LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე – როგორ ეხმაურება კელი დეგნანი ნიკა მელიას განცხადებას

69
BeFunky-collage (3)

ვადამდელი არჩევნების შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ „საქართველოს ლიდერებისა და ყველა ქართველის ფოკუსი უნდა იყოს ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებაზე“.

ნიკა მელია: საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა, 12 პუნქტის შესრულება არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქვეყნისთვის.

„ძალიან ნორმალური პროცესია, რომ არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები იმის შესახებ, როგორ უნდა შესრულდეს 12 რეკომენდაცია. ძალიან ძლიერი სიგნალი იქნებოდა ევროკავშირისთვის, თუ მოხდებოდა ინტეგრაცია სხვადასხვა მოსაზრების, რომლებიც იყო წამოწეული.

კარგი სამუშაო შესრულდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პასუხი უნდა გასცეს საქართველომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე. ახლა ამოცანაა ამის გაერთიანება ინტეგრირებულ დოკუმენტში, რომელიც გამოხატავდა აქ, საქართველოში არსებულ აზრთა მრავალფეროვნებას. ევროკავშირის სურს ამ ერთიანი ხმის მოსმენა, როდესაც ბევრი ხმა ერთ ხმად არის შეკრული ამ 12 რეკომენდაციაზე საპასუხოდ. იმედი მაქვს, საქართველო მზად იქნება ამის წარდგენისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g