LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია მუშავდება

99

ტრანსპორტის სფეროდან დამატებითი ღირებულების შესაქმნელად, რეგიონების ერთმანეთთან დასაკავშირებლად და ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის გასაზრდელად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების განვითარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, უკვე გამოცხადებულია ინტერესთა მოწვევა საქართველოში 2 ლოგისტიკური ცენტრის შექმნაზე, სადაც განხორციელდება დაახლოებით 170 მილიონი დოლარის ინვესტიცია და დასაქმდება 800 ადამიანი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის განხორციელების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, უკვე არსებობს საქართველოში ორი თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. დოკუმენტი ცნობილმა გერმანულმა კომპანია Dornier Consulting International-მა მოამზადა. ამ კვლევის საფუძველზე გამოცხადებულია ინვესტორთა მოსაზიდად ღია ტენდერი.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის შესაბამისად შეირჩა 2 საუკეთესო ლოკაცია – აღმოსავლეთ საქართველოში (თბილისის ლოგისტიკური ცენტრი, კუმისში) და დასავლეთ საქართველოში, ქუთაისის აეროპორტის მიმდებარედ (ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი). ასევე მომზადდა თითოეული ლოგისტიკის ცენტრის კონცეპტუალური დიზაინი, ბიზნესმოდელი, გაკეთდა ბაზრის ანალიზი და სოციალური და გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით დასრულების სტადიაზეა საქართველოს ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიისა (2017-2026) და მისი სამოქმედო გეგმის (2017-2020) შემუშავება. დოკუმენტს ცნობილი ფრანგული საკონსულტაციო კომპანია ,,EGIS International“ ამზადებს. სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულდება მიმდინარე წლის ბოლომდე. დოკუმენტის მიღება დაგეგმილია მომავალ წელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g