LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მეფეების გამოსახულებით საკოლექციო მონეტების გამოშვება იწყება

1635
f

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის  –  „საქართველოს მეფეებიგამოშვებას იწყებს. აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი. ამ ფორმით  მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის.

2020 წელს, სერიიდანსაქართველოს მეფეებიპირველი მონეტა გამოვა, რომელიც მეფე ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს.

კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g