LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოდელირებული მომავალი, ანუ თუ „გაზპრომისგან“გაზს ვიყიდით

98

ჟურნალისტი ბექა კოკაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჩანახატს იმის შესახებ, რა იქნება, თუკი „გაზპრომისგან“ გაზს მართლაც შევისყიდით.

„წარმოვიდგინოთ, რომ „გაზპრომისგან“ ვიყიდეთ გაზი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ფასად და რა პირობებით. ვითომ იაფად მოგვცეს და გვიხარია.

წარმოიდგინეთ, ზამთარია და ყინავს, თოვს. ჩვენ ბედნიერები ვართ. სახლში თბილა. კიდევ უფრო ის გვაბედნიერებს, რომ ნატოს მორიგი მინისტერიალი იმართება და როგორც იქნა, გადაწყვიტეს მაპის მოცემა. ან ევროკავშირი დღე-დღეზე აპირებს საქართველოში უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას.
ვართ ასე ბედნიერად.

უცებ რუსეთისგან მოდის მესიჯი, თუ უარს არ ვიტყვით მაპზე (და ან ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე) გაზს გათიშავენ.

და მერე პასუხსაც არ ელოდება – თიშავს.

გაზი წავიდა. ვიყინებით. ვყიდულობთ დენის გამათბობლებს. დენის მოხმარება 5-ჯერ და მეტჯერ იზრდება. ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს ჩვენი გადამცემები და ტრასფორმატორები. ტენიკური ავარია ავარიაზე ხდება და დენიც ითიშება.

შეშა არაა.

აზერბაიჯანმა შემოგვითვალა, ერთხელ ასე რომ გაგიჭირდათ, კი დაგეხმარეთ, მაგრამ მერე ისე დაგვიკიდეთ, რომ ახლა ვეღარ დაგეხმარებითო.

გარეთ ქარი ზუის.

ძველი ფარანი-რადიოები ამოვიღეთ სარდაფებიდან და იქიდან ვიგებთ ახალ ამბებს.
ტელეფონებს ვეღარ ვტენით.

ისიც არ ვიცით, რა შეიძლება იყოს ალტერნატიული გამოსავალი.

ანდა, ასეთი ჩიხიდან როგორ შეიძლება, ადვილად გამოვძვრეთ?

მარტივი ჭეშმარიტება ისაა, რომ თუ ჩიხიდან გამოსვლა არ იცი, ჩიხში არ უნდა შეხვიდე.
ჩიხში რომ არ შევიდეთ, 17 ოქტომბერს, 4 საათზე კანცელარიასთან რაც შეიძლება ბევრი უნდა მივიდეთ და ვურჩიოთ მთავრობას, არ იყიდოს „გაზპრომის“ გაზი.

თუ მაინც შეთანხმდნენ „გაზპრომთან“, გავა დრო და ამოვქექავ ამ სტატუსს, ხომ ვამბობდი-მეთქი… არა, რას ამოვქექავ. შუქიც არ იქნება მაგ დროს“.

Gazprom-Logo.svg

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g