საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, მთავრობამ დამატებითი რეისები დანიშნა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. დავით ზალკალიანის განმარტებით, არსებულ რეისს კიდევ ორი დაემატა, რომელიც 30 აპრილს თბილისი-მადრიდი-თბილისის მიმართულებით, ხოლო 2 მაისს რეისი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით განხორციელდება.
„ეს არის ის ორი ახალი რეისი, რომლის საშუალებით ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დაბრუნდნენ სამშობლოში” – განაცხადა მინისტრმა. საგარეო ყწყების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განრიგი არის შემდეგნაირი:
14 აპრილს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით ფრენა,
16 აპრილს თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით,
18 აპრილს თბილისი-თელავივი-თბილისის მიმართულებით,
21 აპრილს თბილისი-რომი-თბილისი,
22 აპრილს თბილისი-ბარსელონა-თბილისი,
27 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, 5 5040 მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში.