LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილმა ალბანეთის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფებებისა და ამ მხრივ გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა

374
მაკა ბოჭორიშვილი

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ალბანეთის რესპუბლიკის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფერიტ ჰოჯასთან.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების ძირითადი მიმართულებები და მათი გაღრმავების შესაძლებლობები, როგორც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან თანამშრომლობის კონტექსტში.

ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფებებს და ამ მხრივ გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.

მაკა ბოჭორიშვილმა ალბანელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა დაადასტურა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g