LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარკო რუბიოს მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული – კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება აშშ-ში“ – ირაკლი ჭეიშვილი

112
ირაკლი ჭეიშვილი

„მარკო რუბიოს მხრიდან მაკა ბოჭორიშვილის სამიტზე მიწვევა ნიშნავს, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული – ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება აშშ-ში, იქნება ურთიერთთანამშრომლობა, მეტი სამიტი, მეტი მოწვევა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ქართული საზოგადოების პოლარიზებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის არაერთი მცდელობის მოწმე გავხდით – ვიხილეთ კოორდინირებული კამპანიები, რომლის მიზანი იყო კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაცია“ – მაკა ბოჭორიშვილი

მისივე თქმით, მიწვევა აჩვენებს იმას, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დიდი ხანია დაწყებულია.

„ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთ მნიშვნელოვან სამიტზე მიგიწვევს, აჩვენებს იმას, თუ რა ურთიერთობა გვაქვს ჩვენ დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობასთან. აჩვენებს იმას, რომ გადატვირთვის პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებულია. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე ვართ გადასული და [მიწვევა] ზუსტად ამას უსვამს ხაზს. ჩვენ კიდევ ბევრი სხვა ოფიციალური შეხვედრა გვექნება ამერიკის შეერთებული შტატებში. მთავარია ურთიერთობის პროცესი დაწყებულია, ახალ ეტაპზე ვართ გადასული, იქნება ურთიერთთანამშრომლობა, მეტი სამიტი, მეტი მოწვევა და ა.შ. ასე რომ, მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში შევაფასებ ამ კონკრეტულ შეხვედრას,“ – განაცხადა ჭეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები