ავიაკომპანია Myway Airlines ბულგარეთში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ჩარტერულ რეისს განახორციელებს.
სპეციალური რეისით, ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან, საქართველოს ასამდე მოქალაქის ჩამოყვანა იგეგმება.
აღნიშნული ფრენა, 1 აპრილს ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება. ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის დროით 16:30 საათზე დაეშვება.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ავიაკომპანია სპეციალურ რეისს თვითღირებულებით ასრულებს. მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 100 ევროს შეადგენს.
➡️ავიარეისზე ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ავიაკომპანიას: ✉️[email protected] +995 32 2 242000
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით ხელმღვანელობს.