LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ ვიზა დასჭირდებათ

159
56232934-1239416572872162-9022305694103109632-o

თურქეთში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ვიზა დასჭირდებათ.

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს”,-აღნიშნულია წერია საელჩოს განცხადებაში.

ახალი წესები, რომლის დაცვაც თურქეთში სამკურნალოდ წასვლის დროს მოგიწევთ 

magti 5g