საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ გლობალურ ციფრულ ტრენდებს, ხოლო ინოვაციებში ევროპულ პრიორიტეტებს ზოგიერთი მიმართულებით უსწრებენ კიდეც. ამას ადასტურებს Mastercard-ის Digitalization of Life-ის კვლევა, რომელმაც შეისწავლა, თუ რა დამოკიდებულებაა საქართველოშო digital-ტექნოლოგიებსა და სერვისებთან, რომელი ციფრული საბანკო გადაწყვეტილებებით სარგებლობენ და რომელ ინოვაციებზე არსებობს მოთხოვნა.
კვლევის მონაწილეთა 74%-მა მობილური ტელეფონი ანგარიშსწორების ყველაზე სასურველ მოწყობილობად დაასახელა. მანამდე ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ Mastercard Impact of Innovation გამოავლინა, რომ ევროპელთა შორის სმარტფონით ანგარიშსწორების ტრენდს რესპონდენტთა 60% ემხრობა. გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უპირატეს მეთოდად საქართველოს გამოკითხულ მოქალაქეთა 44% თითის ანაბეჭდების ამოცნობას მიიჩნევს, მაშინ, როცა ევროპელთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი მხოლოდ 38%-მა მიანიჭა.
კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების დიჯითალიზაციას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიურ გამოცდილებას უკვე დღეს ფლობს.
საქართველოს მოქალაქეთათვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში მთავარი არგუნემენტი სისწრაფე და დროის ეკონომია აღმოჩნდა – ეს ხაზგასმით აღნიშნა გამოკითხულთა 69%-მა. მომდევნო ადგილებზეა გამოყენების სიმარტივე და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა. ფინანსურ ციფრულ სერვისებს შორის საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება გადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილები, ასევე ონლაინ-შოპინგი.
„Mastercard-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად გახსნილია საქართველო ინოვაციებისთვის. უკონტაქტო ბარათი ქვეყანაში უკვე იქცა სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლოდ, და დღეს ვხედავთ ახალი ტრენდის დაბადებას – სმარტფონით ანგარიშსწორებას. ჩვენ Mastercard-ში, პარტნიორ ბანკებთან ერთად, ბევრს ვაკეთებთ ცხოვრების „ციფრული“ სტილის განვითარებისთვის: კერძოდ, საქართველოში ტელეფონით ანგარიშსწორებისთვის პირველი NFC-საფულეების გამოჩენამ ბარათების მფლობელებს ციფრული გადახდების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. დღეს ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ გადახდებისთვის ბიომეტრიული გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც ონლაინ-შოპინგისა და ტელეფონით, ან პლანშეტით ანგარიშსწორებისდროს შესაძლებელს გახდის უსაფრთხო გადახდებს თითის ანაბეჭდებისა ან სახის ამოცნობის მეშვეობით“, – აღნიშნა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში იგორ სტეპანოვმა.
გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს. უნაღდო ანგარიშსწორების ყველაზე პოპულარული ადგილი სურსათით საცალო ვაჭრობის ობიექტები აღმოჩნდა. საქართველოს მოქალაქეები ასევე ისურვებდნენ საგადახდო ბარათების უფრო მეტად გამოყენებას ტაქსებში, ონლაინ-შოპინგსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საკვანძო უპირატესობებს შორის, რომელთა მიღებასაც საქართველოში ბანკებისგან ბარათების მფლობელები ისურვებდნენ, არის: სპეციალური შეთავაზებები (54%), სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობა (48%), ასევე ფასდაკლებული საბანკო პროდუქტები (48%).
ქვეყანაში ინოვაციების განვითარების პერსპექტივების ზოგადი შეფასებისას – დარგებს შორის, რომლებიც, გამოკითხვის მონაწილეთა აზრით, სხვებზე მეტად საჭიროებენ ინოვაციებს, აღმოჩნდა: ჯანდაცვა, განათლება და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კვლევის შესახებ
Mastercard-ის დაკვეთით, კვლევა Digitalization of Life 2017 წლის შემოდგომაზე აწარმოა კომპანიამ IPM Research. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საბანკო მომსახურების მომხმარებელმა და საბანკო ბარათების მფლობელმა -20-75 წლის ასაკის 1000-მა მამაკაცმა და ქალბატონმა თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან, ფოთიდან და გორიდან. გამოკითხვის მეთოდოლოგია: CATI – სატელეფონო გამოკითხვის კომპიუტერული სისტემა.
Mastercard-ის შესახებ
Masterсard (NYSE: MA), www.mastercard.com, ეს არის საერთაშორისო კომპანია, სპეციალიზებული საგადახდო გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებზე. კომპანია მართავს მსოფლიოში უსწრაფეს საგადახდო ქსელს, რომელიც აერთიანებს 210-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის მომხმარებლებს, საფინანსო დაწესებულებებს, სავაჭრო საწარმოებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს. Masterсard-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების წყალობით, ისეთი ყოველდღიური კომერციული საქმიანობა, როგორიცაა შენაძენები, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა, ყველასთვის უფრო მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური ხდება.

საქართველოს მოქალაქეთათვის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებაში მთავარი არგუნემენტი სისწრაფე და დროის ეკონომია აღმოჩნდა – ეს ხაზგასმით აღნიშნა გამოკითხულთა 69%-მა. მომდევნო ადგილებზეა გამოყენების სიმარტივე და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობა. ფინანსურ ციფრულ სერვისებს შორის საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება გადასახადების გადახდა, ფულადი გზავნილები, ასევე ონლაინ-შოპინგი.