ოთხი კონგრესმენის მწვავე გზავნილი საქართველოს მთავრობას – ადმინისტრაცია ვაშინგტონიდან გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს.
წერილს ხელს ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენგელი აწერენ.
შეგასხენებთ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის პრესსამსახურმა ტვიტერში დაწერა, რომ კონგრესმენებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტრენდით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ ქართული ოცნების მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა ძველი საქმეები ხელახლა გაიხსენს, რომლებიც მიმართულია მათი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ამის პარალელურად, სხვები ორიენიტებულები არიან პოლიტიკურ ლიდერებზე, მედიაზე, საერთაშორისო კორპორაციებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებზე”, – წერია წერილში.
კონგრესმენმები ასევე ამბობენ, რომ “როგორც მათ 2019 წლის 13 დეკემრის წერილში აღნიშნეს, ისინი შეეხნენ დაპირებული საარჩევნო რეფორმის ჩაგდებას, ასევე მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას და ასევე შეშფოთება გამოხატეს ანაკლიის პროექტის პოლიტიზირების გამო”.
წერილის სრულ ვერსიას რადიო “ფორტუნა” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.