საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში გატარებული ღონისძიებები შესახებ სრული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია ორი მიმართულება – მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის და ეკონომიკის გადასარჩენად – სამოქმედო გეგმა, სადაც ვრცლად არის მოცემული სახელწიფო სტრუქტურების ჩართულობა. განმარტებულია, რომ ყველა ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ გადადგა, განპირობებული იყო უპირველესად ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიმართულებით.
ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობას აგრძელებს, კრიზისის შედეგების მაქსიმალური შემცირების მიზნით აუცილებელი ფინანსური ნაკადების მოზიდვისთვის. ანგარიში, რომელიც საზოგადოებისთვის საჯარო გახდა, საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს თანამშრომლობისთვის, მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის და მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულებისათვის, რომელმაც ქვეყანას მისცა შესაძლებლობა ამ ეტაპამდე ეფექტიანად მოეხდინა ვირუსის გავრცელების შეკავება.
ანგარიშში განხილულია მთავრობის ღონისძიებების გატარების ყველა ეტაპი, რომელიც პანდემიის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე დაიწო. მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც პირველივე სხდომაზე საზოგადოებას COVID-19-თან ბრძოლის პროცესში 4 პრიორიტეტული მიმართულება და თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირი წარუდგინა:
1. ჯანდაცვა – მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა;
2. ეკონომიკა – გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს
ეკონომიკის მართვა და აღდგენა;
3. უსაფრთხოება – მოქალაქეთა დაცვა;
4. მარაგები და ლოჯისტიკა – მოსახლეობის სურსათით უწყვეტი უზრუნველყოფის
მართვა.
პრემიერ მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ანგარიში წერილობით სახით პარლამენტს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
იხილეთ სრული ანგარიში