LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობამ დღეს 100 მილიონის ახალი შიდა ვალი აიღო – ეროვნული ბანკი ინფორმაციას აქვეყნებს

33
ლარიი

დღეს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების აუქციონი გამართა და ბაზარზე 182 დღის ვადიანობის 20-მილიონიანი და 2 წლის ვადიანობის 80 მილიონიანი ფასიანი ქაღალდები განათავსა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

80 მლნ-ის ორწლიანი ობლიგაციის აუქციონი:

“აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 141 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენტით, მაქსიმალური 9.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.423 პროცენტით განისაზღვრა. კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.375 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 მლნ-ის 6-თვიანი სახაზინო ვალდებულების აუქციონი:

“აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 62 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990 პროცენტით, მაქსიმალური 10.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.076 პროცენტით განისაზღვრა,”- წერს სებ-ი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები