LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მლნ დოლარით გაიზარდა

87
shutterstock_646543063-1

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი (67.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ-ს 116.8 პროცენტია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 901.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო – 74.5 მლნ. აშშ დოლარით; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, 167.7 და 32.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

დეტალური ინფორმაციას საქართველოს საგარეო ვალების შესახებ იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები