LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა

219
სს

საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან გასვლით მატჩში 1:2 დამარცხდა. ნორვეგიელებმა ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს, როდესაც თავი ერლინგ ჰოლანდმა გამოიჩინა.

33-ე წუთზე მარტინ ედეგორმა ნორვეგიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, ბუდუ ზივზივაძემ კი 90+1 წუთზე ერთი გოლი გაქვითა.

5 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 4 ქულა აქვს და ის ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები