საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს.
გულშემატკივრებს გამარჯვება თბილისის მერმა კახა კალაძემ და პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მიულოცეს.
რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანია განთავსებული.
ცნობისთვის, დღეს საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება შეძლო.