შემოდგომის სერიის ბოლო ტესტ-მატჩში საქართველოს ნაკრებმა სახლში ტონგა 22:7 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნებმა“ სამი ლელო დადეს. ტონგას სარაგბო ნაკრებმა კი თამაშში ქულის მოპოვება ვერ შეძლო. მატჩის ორივე ტაიმი დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა.
ამასთან, „ბორჯღალოსნებს“ მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი დადებული ლელო არ ჩაუთვალეს. საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებსა და ტონგას ნაკრებს შორის თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდა.