LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური პროცესი დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“ – ევროპის საბჭოს წევრი

236
ზანდა კალნინა-ლუკაშევიცა

„ინკლუზიური პროცესით უნდა შექმნას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალება, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს წევრმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცამ განაცხადა, რომელმაც, როგორც მონიტორინგის კომისიის წევრმა, 28 იანვარს საქართველოს დელეგაციის მანდატების აღიარება-არაღიარების საკითხზე ანგარიში მოამზადა.

„მისი წინასაარჩევნო დაპირებების მიუხედავად, მმართველი უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებამ და შეკრების უფლების საწინააღმდეგოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენებამ და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებმა ღრმა სოციალური კრიზისი და ქვეყანაში პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობისა და ლეგიტიმურობის არარსებობა გამოიწვია…

დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც ასეთი ღრმა სოციალური კრიზისის წინაშე დგას, როდესაც მმართველებსა და საზოგადოებას შორის სოციალური კონტრაქტი გატეხილია, ადეკვატური პასუხი არის საკითხის მოქალაქეებისთვის გადაცემა ახალი დემოკრატიული არჩევნების გზით. თუმცა ნათელია, რომ წინა არჩევნების პირობებში ჩატარებული [ახალი] არჩევნები, ასამბლეის საარჩევნო დაკვირვების ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოძიების გარეშე, ვერ მიგვიყვანს დემოკრატიულ არჩევნებამდე და ვერ მოაგვარებს სოციალურ კრიზისს.

შესაბამისად, ოფიციალურ პირებს მოვუწოდე, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური პროცესი, რომელიც ყველა ჩართული მხარეს, სოციალურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოიცავს, რათა პასუხი გაეცეს ამ ნაკლოვანებებსა და დარღვევებს, და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საშუალებას შექმნის, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს“, – განაცხადა კალნინა-ლუკაშევიცამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g