LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია

133
334703904_1380507862745229_9007473386871649128_n

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან.

ანალენა ბერბოკი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს;

როგორც საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბერბოკი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები