„2022 წლის მარტში სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი, რაც „დიფ სთეითმა“, კერძოდ, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ „MEGOBARI აქტს“ შეეხება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBAR აქტს“ მხარი დაუჭირა
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაციას აშშ და ნატო საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არ მიიჩნევენ რეალურად, შესაბამისად, ამ პირობებში საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს მოკლებულია.
„უსამართლო მიდგომის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, 2023 წლის დეკემბერში მაინც მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. თუმცა, უსამართლო მიდგომა 2024 წლიდან ისევ განახლდა, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების მზაობის მიუხედავად, ევროპულმა ბიუროკრატიამ შექმნა ხელოვნური დაბრკოლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, უთხრა რა საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს უარი მოლაპარაკებების გახსნაზე. საქართველოს დღესაც უწევს გამკლავება ევროპული ბიუროკრატიის უსამართლო მიდგომასთან, რაც ქმნის ერთადერთ ხელოვნურ ბარიერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
საქართველოს პარლამენტი: „სიცრუეზეა დაფუძნებული ბრალდება რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან არასათანადო კავშირების დამყარების შესახებ. საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს“
საქართველოს პარლამენტი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული ე.წ. „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ე.წ. „მეგობარი აქტი“ სამ ძირითად ცრუ ბრალდებას ეფუძნება.
რაც შეეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციას, როგორც ცნობილია, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია და ნატო უკრაინისა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას საშუალოვადიან პერსპექტივაშიც კი არარეალურად მიიჩნევენ და ასეთ პირობებში, საქართველოს ჭარბი აქტიურობა აზრს არის მოკლებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ ბრალდებას საქართველოს ხელისუფლების მიერ „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ არავითარი საფუძველი არა აქვს;“ – აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.
ასევე, პარლამენტის განცხადების თანახმად, „ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვის“ შესახებ ბრალდების მცდარობას ადასტურებს კონკრეტული ფაქტები“.
„2017 წელს სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა შესწორება საქართველოს კონსტიტუციაში და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლების კონსტიტუციურ ამოცანად განსაზღვრა, რასაც, იმ დროს პარლამენტში წარმოდგენილმა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა.
საქართველო ყოველთვის გამოხატავდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულ მზაობას, თუმცა, საპასუხოდ იღებდა თავშეკავებულ პოზიციას პარტნიორების მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ თუ ვინმე ქმნიდა ხელოვნურ დაბრკოლებებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ პარტნიორები იყვნენ.“ – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა ხელშესახებ შედეგს.
„ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, სწორედ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში მიაღწია საქართველომ ყველა ხელშესახებ შედეგს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, ხოლო მოგვიანებით მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის. 2022 წლის მარტში სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსზე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეთქვა უარი, რაც „დიფ სთეითმა“, კერძოდ, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი ფონდების მიერ დაფინანსებულმა NGO-ებმა რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენეს.“ – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.