LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარლამენტში უნდა იყოს პოლიტიკური პლურალიზმი – იან კელი

75

“საქართველოში აუცილებელია, რომ იყოს ძალიან ბევრი სხვადასხვა პარტია და პარლამენტში იყოს პოლიტიკური პლურალიზმი,” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, “რესპუბლიკური პარტიის” წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მოგეხსენებათ, საქართველო არის საპარლამენტო მმართველობის სახელმწიფო, შესაბამისად, ასეთ სახელმწიფოში აუცილებელია, რომ იყოს ძალიან ბევრი სხვადასხვა პარტია და პარლამენტში იყოს პოლიტიკური პლურალიზმი.  მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომელიც უკეთესი მომავლისთვის მუშაობს, მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და იყვნენ ჩართულნი. სწორედ ამასაც შეეხო ჩვენი საუბარი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებთან,” – განაცხადა კელიმ.

დღეს აშშ-ის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იან კელისა და “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრისას საუბარი “რესპუბლიკური პარტიის”, როგორც ლიბერალური, პროდასავლური ძალის წინასაარჩევნო და სამომავლო გეგმებს და ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შეეხებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g