LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სტუმრობს

117
00

საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ჩამოვიდა.

მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დახვდნენ.

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე სიტყვით გამოვა. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად 2024 წლის 2-5 მაისს დაგეგმილ აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნობა.

 

magti 5g